მოურინიო: "სწორედ ამიტომ დომინირებენ პრემიერ ლიგაში "სიტი" და "ლივერპული"

16-09-2019, 15:44

ჟოზე მოურინიომ მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ ლიგაში "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" უპირობო ლიდერობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მანჩესტერ სიტის" ურებისას ხედავ ჰარმონიას, მგრძნობელობას, ხარისხს. ფეხბურთელები ერთ ტალღაზე იმყოფებიან, ერთი იდეები ამოძრავებთ".

"ლივერპულზე" საუბრისას, მიმაჩნია, რომ იურგენ კლოპი კარგ მდგომარეობაშია. მას აქვს სტაბილურობა, სიტუაციის კონტროლი შეუძლია. მას მხარს უჭერენ ადამიანები, რომლების მის ხედვებს იზიარებენ, ეს კი მნიშვნელოვანია"

"დიახ, ხოსეპი - ფანტასტიკური მწვრთნელია, ასეთივეა იურგენიც. მათ აიყვანეს გუნდი ისეთ დონეზე, რომ ხვალაც რომ ჰყავდეთ სრულიად ახალი მწვრთნელი, გუნდი კარგად ასპარეზობას მაინც გააგრძელებს" - განაცხადა პორტუგალიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით