უეფაში პრემიერლიგის ვიდეო-რეფერი გააკრიტიკეს

16-09-2019, 18:39

UEFA-ს მსაჯთა ასოციაციის უფროსმა, რობერტო როსეტიმ ინგლისის პრემიერლიგაში ვიდეო-რეფერის გამოყენება გააკრიტიკა.

"27 წლის განმავლობაში მსაჯი ვიყავი და ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფრის სწორად შეფასება."

"როდესაც ვერდიქტი გამოგაქვს, შენ მართალი უნდა იყო ფეხბურთელებთანაც. სწორედ ამიტომ, ყველაფრის შემოწმება და ჩემი თვალით ხელმეორედ ხილვა კარგი შესაძლებლობაა."

"სამწუხაროდ, ინგლისში VAR-ს სრულად არ იყენებენ. მესმის, რომ ეს ახალი სისტემაა და მას დახვეწა სჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს ვიდეო-რეფერი საჭიროა." - აცხადებს როსეტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით