მბაპე: "რეალთან" ჩემი თამაში გამორიცხულია"

16-09-2019, 21:51

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი, კილიან მბაპე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"დღეს ექიმებმა სამწუხარო ინფორმაცია მომაწოდეს და მითხრეს, რომ ჯერ-ჯერობით თამაშის უფლება არ მაძლევენ, რის გამოც "რეალთან" ჩასატარებელი მატჩის გამოტოვება მომიწევს."

"ძალიან ვწუხვარ ამის გამო, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ვეცდები თანაგუნდელებს რაც შეიძლება დიდი მხარდაჭერა გავუწიო."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით