გარი ნევილი: "რაიოლა სამარცხვინო ადამიანია"

17-09-2019, 00:39

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ინგლისელი მარჯვენა მცველი, გარი ნევილი, გუნდის ფრანგ ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე საუბრობს:

"პოგბას რომ "იუნაიტედის" დატოვება სურს, ეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია, თუმცა ჩემს გაღიზიანებას ყველაზე მეტად, მისი აგენტის, მინო რაიოლას ქცევები იწვევს, რომელიც სამარცხვინო ადამიანია."

"ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ მასთან არცერთი კლუბი არ ითანამშრობლებს, რადგანაც მსგავსი ღირებულებების მქონე პირი, არავის უნდა სჭირდებოდეს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 26 წლის შუახაზელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით