იქნება თუ არა ლიონელ მესი "დორტმუნდის ბორუსიას" წინააღმდეგ ?!

17-09-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი, გუნდთან ერთად ვარჯიშებს დაუბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის თავდამსხმელმა ტრავმა თითქმის უკვე მოიშუშა და შესაძლოა მისი სეზონის დებიუტი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "დორტმუნდის ბორუსიას" წინააღმდეგ შედგეს.

ცნობების მიხედვით, სავარჯიშო სესიას დაესწრო ფრანგი შემტევი, უსმან დემბელეც, რომელიც მესის მსგავსად, რეაბილიტაციის პროცესის დასასრულს უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 17 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით