ანჩელოტი: "ჩვენი მტოქე მსოფლიოში საუკეთესო გუნდია"

17-09-2019, 18:07

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სასტარტო მატჩში დღეს, "ნაპოლი" შინ "ლივერპულს" უმასპინძლებს.

მატჩის წინ ნეაპოლელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ  მეტოქე გუნდის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ევროპის საუკეთესო კლუბს "ლივერპულს" ვეთამაშებით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშნელოვანია".

"მთავარია ასეთი გუნდის წინააღმდეგ თავდაჯერებულად ვითამაშოთ. იმედია კარგი შეხვედრა გამოგვივა და სამ ქულას ავიღებთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" "ლივერპულის" შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით