დელ პიერომ ლიგის ფავორიტები დაასახელა: "მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ საკმარისი არაა გამარჯვებისთვის"

17-09-2019, 17:33

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ფავორიტები დაასახელა.

"რთულია ჩემპიონთა ლიგაზე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, "ბარსელონა", "ლივერპული" და "სიტი" ყველაზე წინ არიან".

"ამათ მოსდევს "იუვენტუსი", რომელსაც გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე მეორე რიგში ვხედავ, თუმცა შემადგენლობით შესაძლოა ყველაზე ძლიერიც იყოს".

:აგრეთვე საყურადღებოა მადრიდის "რეალი", რომელსაც აქვს პოტენციალი ჩვეულ დონეს დაუბრუნდეს".

"იუვე"? მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ საკმარისი არაა გამარჯვებისთვის. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ შარშან მან ვერ გააკეთა იმდენი, რისთვისაც იყიდეს, მაგრამ წელს მჯერა უფრო მეტს გააკეთებს", - აღნიშნა დელ პიერომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით