ლეონარდო: "ნეიმარის თემა დავხურეთ"

17-09-2019, 18:09

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მედიის წარმომადგენლებთა საუბრისას ნეიმარის საკითხს კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ შეეხო.

"ვფიქრობ, ნეიმარის მომავალზე საუბარი აღარ ღირს. გუნდს სიმშვიდე სჭირდება. ბევრი რამ შეიცვალა ამ ზაფხულს".

"ახლადდაწყებული სეზონი არ იქნება იოლი პსჟ-სთვის. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს", - განაცხადა ბრაზილიერმა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით