ჰენდერსონი: "წელს ყველაფრის მოგებას ვაპირებთ"

17-09-2019, 19:53

"ლივერპულის" ნახევარმცველმა  ჯორდან ჰენდერსონმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ნაპოლთან" გასამართ მატჩამდე მედიის წარმომადგენლებტან ისაუბრა.

"სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა მომატებაც შეგვიძლია. ყოველთვის ამბიციურები ვართ და კიდევ უფრო დახვეწას ვცდილობთ".

"გასული სეზონი უკვე წარსულშია და თუ იმ მიღწევას გავიმეორებთ, კარგი იქნება. თუმცა, უკეთ თამაშიც შეგვიძლია. ყოველ მატჩში გვინდა გავიმარჯვოთ".

"ნაპოლი" ძალიან კარგი გუნდია და აბსოლუტური კონცენტრაცია დაგვჭირდება. თუ ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორიც გვჩვევია წარმატების დიდი შანსი გვექნება", - უთხრა ჰენდერსონმა უეფას პრესსამსახურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით