აგენტი: "ამ უცნეური მიზეზის გამო კლოპი "ლივერპულს" დატოვებს"

18-09-2019, 01:23

იურგენ კლოპის შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, "ლივერპულში" მე-5 სეზონი დაიწყო და პირველ 5 შეხვედრაში 15 ქულის დაგროვება შეძლო. მიუხედავად ამისა გამუდმებით იწერება კლოპის შესაძლო წასვლაზე და იმაზე, რომ გერმანელი სპეციალისტი  ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

აღნიშნულის შესახებ სპეციალისტის აგენტმა მარჯ კოსიცკემ მედიის წარმომადგენლებთან ისუბრა.

"კლოპის "ლივერპულთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და ყველამ იცით რომ კლუბს კონტრაქტის გაგრძელება სურს.  თუმცა, ყველამ უნდა დავიცადოთ და შევხედოთ, შეიცვლება თუ არა ბრიტანეთში კლიმატი, რამდენად გაუმჯობესდება ამინდი, ამ საკითხს არასათანადოდ არ უნდა მივუდგეთ".

"კლოპისთვის რთულია, როცა ის დილით, მეუღლესთან ერთად იღვიძებს, გარეთ კი უკვე სიბნელეა. ისევე, როგორც საღამოს, მატჩის დროს. ზოგჯერ, წვიმს კიდეც", - განაცხადა აგენტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით