"ზალცბურგის" ფორვარდი ლეგენდებს გაუთანაბრდა

18-09-2019, 01:35

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტურის მატჩები ჩატარდა. ყველაზე გამორჩეული შეხვედრა ავსტრიაში შედგა, სადაც "ზალცბურგმა" "გენკს" უმასპინძლა და 6:2 გაანადგურა.

ავსტრიული გუნდის მხრიდან თავის გამოჩენა შეძლო ახალგაზრდა ფორვარდმა ერლინგ ჰაალანდმა, რომელმაც მეტოქის კარი სამჯერ დალაშქრა და ამ შედეგით ლეგენდებს გაუთანაბრდა.

კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ რაულმა (18 წელი 113 დღე) და უეინ რუნიმ (18 წელი 340 დღე) შეძლეს ჰაალანდზე (19 წელი 58 დღე) უფრო ადრეულ ასაკში ჰეთ-თრიკის გაფორმება.

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში "ჩელსიმ" "სევილიას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით