თომას ტუხელი: "რეალთან" მაურო იკარდის თამაში სავარაუდოა"

18-09-2019, 11:35

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"საკმაოდ მიმძიმს იმის თქმა, რომ ასეთი მნიშვნელობისა და დონის მქონე ორთაბრძოლაში, ძირითადი შემადგენლობის 3 თავდამსხმელის გარდა, ახლად დამატებული მაურო იკარდის თამაშიც სავარაუდოა."

"ჩვენმა სამედიცინო შტაბმა, არგენტინელი შემტევის ფიზიკურ მომზადება დაიწუნა და ფორმაში შესასვლელად, დამატებითი ვარჯიშები დაუნიშნა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით