ჟორდი ალბა ტრავმირებულია !

18-09-2019, 01:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა ტრავმირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "დორტმუნდის ბორუსიას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზინა.

ცნობების მიხედვით, ტრავმის სრული სიმძიმის დასადგენად, ექიმები მომავალ დღეებში, ალბასთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 0:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით