ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ლივერპულთან" მოგებული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან "ნაპოლის" თავკაცმა მკარლო ანჩელოტიმ ისაუბრა.
"ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, რომ ღირსეულად გვეთამაშა. თუ შანსი გვექნებოდა ის უნდა გამოგვეყენებინა და შეხვედრა მოგვეგო, ასეც მოხდა".
"ვფიქრობთ, თანაბარი შეხვედა იყო, მომენტების რეალიზება მოვახდინეთ და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩა".
"ლივერპული" ევროპის საუკეთესო გუნდია და მათთან დიდებულად ვითამაშეთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.