რონალდო: "ჯორჯინასთან სექსი უკეთესია, ვიდრე ეს.."

18-09-2019, 14:16

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "რეალის" მაისურით თავისი ამჟამინდელი კლუბის კარში გატანილი გოლი გაიხსენა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ჩემს ისტორიაში "იუვენტუსთან" გატანილი მაკრატელა საუკეთესოა. წლების განმავლობაში ვცდილობდი ამას, კარიერაში 700 გოლი მაქვს გატანილი, მაგრამ ასეთი პირველად. ტექნიკურად ამის გაკეთება ძალიან რთულია, თანაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში".

"იუვესთან", ბუფონის კარში... სექსზე უკეთესია? არა, ჩემს ჯორჯინასთან სექსზე უკეთესი არაა", -  ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს გამოცემა The Sun.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით