როისი: "შტეგენი მსოფლიო კლასის მეკარეა მე კი პენალტებზე უნდა ვიმუშავო"

18-09-2019, 15:42

ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩში დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელმა მარკო როისმა "ბარსელონასთან" დაზავების შემდეეგ მედიის წარმომადგენლებთან  საკუთარ ვერგატანილ პენალტზე ისაუბრა.

"ახლა თავს კარგად ნამდვილად არ ვგრძნობ. დაცვაში კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ პენალტი ვერ გავიტანე, ამის შეცვლა არ შემიძლია".

"პენალტის გარდა კიდევ გვქონდა ,რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ".

"ტერ შტეგენი მსოფლიო კლასის მეკარეა, კარგად ვერ დავარტყი, დროა პენალტების დარტყმაში ვივარჯიშო", - განაცხადა როისმა.

შეგახსენებთ, 57-ე წუთზე მარკო როისმა პენალტი ვერ გამოიყენა, ტერ შტეგენი   მოწოდების სიმაღლეზე იდგა. საბოლოოდ, მატჩი  უგოლოდ დასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით