რონალდო: "არსენალში გადასვლასთან ახლოს ვიყავი"

18-09-2019, 18:27

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ლიდერმა, კრისტიანო რონალდომ თავისი კარიერის პირველი ნაბიჯები გაიხსენა.

"ვადასტურებ, "არსენალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლდა ამ ტრანსფერს."

"საბოლოოდ საქმეში სერ-ალექს ფერგიუსონი ჩაერთო და მე მანჩესტერში აღმოვჩნდი." - აცხადებს რონალდო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფორვარდმა ნისლიან ალბიონზე 6 წელი დაჰყო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით