აზარი: "რეალში გადასვლა მუდამ ჩემი ოცნება იყო"

18-09-2019, 18:48

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ მისი ოცნება ესპანეთის დედაქალაქში თამაში გახლდათ.

"როდესაც "ჩელსის" რიგებს შევუერთდი, უკვე ვიცოდი, რომ ოდესმე თეთრ მაისურსაც მოვირგებდი."

"არ ველოდი, რომ ლონდონში 7 წელი დავრჩებოდი. ვფიქრობ, იქ საკმაოდ დიდი ხანი გავატარე. თუმცა, ყველაფერი კარგად აეწყო და იქ გატარებული ყოველი წელი ჩემთვის სასიამოვნო მოგონებაა."

"ჩემთვის რეალი არის უდიდესი კლუბი. თეთრი ფორმა, ბერნაბეუ - მსოფლიოს საუკეთესო სტადიონი. აქ ყველაფერი მიყვარს." - აცხადებს აზარი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით