მესი: "თუ ამ გუნდს ვაჯობებთ, ლიგას აუცილებლად მოვიგებთ"

18-09-2019, 21:24

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ ესპანურ მედიასთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის მთავარი კონკურენტი დაასახელა.

ოქროს ბურთლის ხუთგზის მფლობელი აღნიშნავს, რომ "ლივერპულთან" პაექრობა მიმდინარე სეზონშიც ისეთივე რთული იქნება, როგორც გასულ წელს.

"ჩემპიონთა ლიგაზე  რბოლა როგორც ყოველთვის ახლაც რთული იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი ახლაც თასის შინ დაბრუნებაა".

"მთავარია, რომ პლეო ოფის სტადიას გუნდი კარგ ფორმაში შეხვდეს".

"მთავარი კონკურენტი? საინტერესო სეზონი გველოდება, ლიგაზე, როგორც ყოველთვის, უძლიერესი გუნდები თამაშობენ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც "ლივერპულს" გამოვარჩევდი", - ამბობს არგენტინელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით