ტუხელი: "ის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია"

18-09-2019, 20:21

დღეს ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურში "პარი სენ-ჟერმენი" "რეალს" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზული კლუბის თავკაცმა ტომას ტუხელმა მეტოქე გუნდის თავდამსხმელზე ისაუბრა.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის "რეალში" 25 წელია თამაშობს. კარიმი ძალიან საშიში ფორვარდია და, ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია".

"მის წინააღმდეგ თამაში საკმაოდ რთულია, რადგან ის ნომინალური ცხრიანი არ არის. ის დგას ფლანგზეც, საჯარიმოშიც, ცენტრთანაც. თუ საჭირო გახდა, ბურთს შესანიშნავად აწვდის და თავითაც კარგად თამაშობს. მეტი რა ვთქვა?",  - განაცხადა ტუხელმა



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით