ჩავი ერნანდესი: "რაჰიმ სტერლინგს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს"

19-09-2019, 01:12

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, "მანჩესტერ სიტის" ინგლისელ თავდამსხმელზე, რაჰიმ სტერლინგზე საუბრობს:

"იმას, რაც ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთეს, ვფიქრობ წლების განმავლობაში ვეღარ ვიხილავთ, თუმცა მიუხედავად ამისა, მათი წასვლის შემდეგ, ფეხბურთს ლიდერი მაინც ეყოლება."

"ვინ ავა ამ 2 ვარსკვლავის მიერ დაკავებულ ტახტზე ? ჩემი აზრით ამის ყველაზე მეტი შანსი, რაჰიმ სტერლინგს აქვს, მისი შესაძლებლობები პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, განუსაზღვრელია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში უკვე მოახერხა 5 გოლის გატანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაესწრება თუ არა ბელარუსთან მატჩს მაყურებელი - ბოლო ინფორმაცია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით