მანუელ ნოიერი სანაკრებო კარიერას ასრულებს ?!

19-09-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი გოლკიპერი, მანუელ ნოიერი, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის მეკარეს სურს დიდ სცენაზე ასპარეზობა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიასთან ერთად ტრიუმფით დაასრულოს.

ცნობების მიხედვით, ნოიერი წასვლის მიზეზად, მომავალი თაობისთვის შანსის მიცემას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის მთავარ შემცვლელად, კატალონიის "ბარსელონას" კარის დარაჯი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოიაზრება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით