რამ ჩაშალა 2015 წელს ქარიმ ბენზემას "პსჟ-ში" ტრანსფერი ?!

19-09-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა, 2015 წელს, სამშობლოში დაბრუნებასთან საკმაოდ ახლოს მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის შემტევის შეძენით, "პარი სენ-ჟერმენი" იყო დაინტერესებული, რომელსაც მოთამაშესთან უკვე ჰქონდა მიღწეული ვერბალური შეთანხმება.

ცნობების მიხედვით, ტრანსფერის ჩაშლა, ფეხბურთელის ღირებულებამ განაპირობა, რადგანაც "ლოს ბლანკოსმა" ბენზემას სანაცვლოდ, 75 მილიონი ევრო მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემებერს, ზემოთ ხსენებულ გუნდებს შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაპირისპირება, ფრანგული გრანდის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით