ზიდანი: "პსჟმ ყველაფერში გვაჯობა"

19-09-2019, 14:40

გუშინ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "პსჟმ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

გამანადგურებელი სხვაობით მარცხის შემდგომ "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პარიზელებმა აბსოლიტურად ყველა კომპონენტში გვაჯობეს და ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს."

"მსგავსი დონის ტურნირზე შესაძლებლობების მაქსიმალურად ჩვენებაა საჭირო, რაც ვერ შევძელით."

"გუნდისგან სულისკვეთება ვერ დავინახე, რაც გამაღიზიანებელია. ბევრი მუშაობა დაგვჭირდება." - აცხადებს ზიზუ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით