ვან დიკმა ახალი კონტრაქტი უარყო

19-09-2019, 14:42

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერსისაიდული "ლივერპულის" ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დიკი კლუბთან ახალ კონტრაქტს აფორმებს.

აღნიშნულ თემაზე ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა პრესასთან ისაუბრა და ჭორები უარყო.

"მედია ხშირად ბევრ ჭორს იგონებს. მსგავს თემაზე საუბარი არ ყოფილა."

"ამჟამად მთლიანად კონცენტრირებული ვარ მხოლოდ მატჩებზე. რა მოხდება მომავალში, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს." - აცხადებს ვან დიკი.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელის შეძენა მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" სურთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით