ლორისი: "კარიერია შესაძლოა MLS-ში დავასრულო"

19-09-2019, 21:48

ლონდონის "ტოტენჰემისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კიპერმა, უგო ლორისმა თავის მომავალზე ისაუბრა.

"არ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ კარიერას ლონდონის "ტოტენჰემში" დავასრულებ."

"წინ კიდევ არაერთი წელი მაქვს. მე ჩემის მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდთან ერთად წარმატება შევძლო. თუმცა, ვიცი, რომ ოდესღაც წასვლის დრო მოვა."

"გრძელვადიან გეგმებზე იშვიათად ვფიქრობ. თუმცა, მგონია, რომ კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში დავასრულებ." - აცხადებს ლორისი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით