ნავასი "რეალის" დატოვებას არ ნანობს

19-09-2019, 21:58

ფრანგული "პსჟს" ახალწვეულმა, კეილორ ნავასმა განაცხადა, რომ ის ყოფილი კლუბის დატოვებას არ ნანობს.

"მოხარული ვარ, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ. თუმცა, არ მახარებს ის ფაქტი, რომ "რეალმა" მარცხი განიცადა."

"ესპანეთის დედაქალაქის დატოვებას არ ვნანობ. რა თქმა უნდა, ეს კლუბი კვლავ მიყვარს და მას მუდამ ექნება ჩემს გუნდში ადგილი."

"ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება. "რეალი" უკვე წარსულია და მთელი კონცენტრაცია მხოლოდ გუნდის წარმატებისკენ მაქვს მიმართული." - აცხადებს ნავასი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით