კაკა: "ნეიმარმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

19-09-2019, 23:14

ლეგენდარურმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ მედიის წარმომადგენლებთან თანამემამულე ნეიმარ ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.

"ჩემი აზრით, ის, რომ ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში"დარჩა მისთვისაც და გუნდისთვისაც ძალიან კარგია".

"ვფიქრობ, პარიზული გუნდი ბოლო წლებია აშენებდა გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. ნეიმარს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ პროექტის მთავარი ლიდერი  იყოს და დარწმუნებული ვარ, მას ძალიან კარგი წელი ექნება", - განაცხადა კაკამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით