სიმეონე: "შეფასების გაკეთება მიჭირს"

20-09-2019, 00:50

ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურის შემდეგ ტურინის "იუვენტუსთან" დასრულებული ფრეს შემდეგ "ატლეტიკოს" მთავარმა მწრთვნელამ დიეგო სიმეონემ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"პირველ ტაიმში რაღაც გვაკლდა, ხოლო შესვენების შემდეგ იუვემ ძალიან მოუმატა. მომეწონა ის ფაქტი, რომ არ დავნებდით და ქულების ასაღებად ბოლომდე ვიბრძოლეთ".

"ამ შედეგს ვერც დადებითად შევაფასებ, ვერც უარყოფითად. იუვე საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი გუნდია", - განაცხადა არგენტინელმა. 

შეგახსენებთ, იტალიური გუნდი შეხვედრას 0:2-ს იგებდა, თუმცა მადრიდელებმა ქულის აღება შეძლეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით