ოფიციალურად: კალუმ ჰადსონ-ოდოის მომავალი გარკვეულია !

20-09-2019, 01:57

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ინგლისელი თავდამსხმელის, კალუმ ჰადსონ-ოდოის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ინგლისურ გრანდთან ერთად, 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც "ჩელსიში", მინიმუმ 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, 18 წლის შემტევის კვირეული ანაზღაურება ამ პერიოდში, 175 000 გირვანქა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნი" იყო დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით