ლონდონის "ჩელსის" ესპანელი გოლკიპერი, კეპა არიზაბალაგა, "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:
"რა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, რადგანაც ჩვენი მიზანი ყოველ ორთაბრძოლაში გამარჯვებისა და 3 ქულის მოპოვებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ვალენსიაში", მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ."
"მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, მათთან მომავალი შერკინებისას, იმედგაცრუებული განცხადებების გაკეთება აღარ მოგვიწევს."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ღამურების" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0:1.