"მანჩესტერ იუნაიტედი" თომას ტუხელის გადაბირებით დაინტერესდა !

20-09-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა მალე, ნორვეგიელ ოლე გუნარ სოლსკიაერს დაემშვიდობოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო ახალი თავკაცის ძებნა და მთავარ კანდიდატად ამჟამად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მწვრთნელს, თომას ტუხელს განიხილავს.

ცნობების მიხედვით, გერმანელი სპეციალისტის არჩევანი, მიმდინარე სეზონში "პსჟ-ში" მიღწეულ წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში, მე-4 ადგილს იკავებს 8 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით