მჭედლიძე: "დინამოსთვის" ბოლომდე დავიხარჯები"

20-09-2019, 14:03

თბილისის "დინამოს" ახალწვეულმა ლევან მჭედლიძემ  ქართულ კლუბთან გაოფიციალურების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

""დინამო" ავირჩიე იმიტომ, რომ არის დიდი ისტორიის კლუბი და საქართველოში დაბრუნება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, მითუმეტეს "დინამოში".

"გულშემატკივარს მივესალმები და მოვუწოდებ, მხარში დაგვიდგეს".

"რთული ჩემპიონატია, დაძაბულობა არის, რაც მთავარია და სასიამოვნოა. გუნდს შევუერთდები და ჩემ მაქსიმუმს დავდებ. შევეცდები ყველაფერი გავაკეთო ამ კლუბისთვის და ბიჭებთან ერთად მივაღწიო გამარჯვებას, გავხდეთ ჩემპიონები".

"ბავშვობაში მამაჩემისგან უამრავი ისტორია მაქვს მოსმენილი "დინამოზე" და რა თქმა უნდა, როცა გადავწყვიტე საქართველოში დარჩენა, ეგრევე მამაჩემისგან მივიღე ის, რომ ეს გუნდი თბილისის "დინამო" უნდა ყოფილიყო და ბევრი არც გვიფიქრია, ბედნიერად დასრულდა".

"დიდ მადლობას ვუხდი ამ ყველაფრისთვის ხელმძღვანელობას, გუნდს და ყველას",- განაცხადა მჭედლიძემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით