დავიდ სილვა MLS-ში გადაბარგებას გეგმავს

20-09-2019, 22:50

მანჩესტერ "სიტის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ სეზონის დასრულების შემდგომ შესაძლოა ამერიკის კონტინენტს მიაშუროს.

გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი დევიდ ბექემის გუნდში, მაიამის "ინტერში" აპირებს გადაბარგებას.

წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები კლუბთან და ის ანაზღაურების სახით წელიწადში 6 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სილვა მიმდინარე სეზონის შემდგომ "სიტის" რიგებიდან მიდის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით