ჰაალანდი კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

20-09-2019, 22:53

ჩემპიონთა ლიგის პირველი კვირა უკვე დასრულდა და რამდენიმე მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ.

"ზალცბურგმა" ბელგიურ "გენკს" უმასპინძლა და 6:2 დაამარცხა. ავსტრიული კლუბის მხრიდან შესანიშნავი შედეგი აჩვენა 19 წლის ფორვარდმა, ერლინ ჰაალანდმა, რომელსაც შრომა დაუფასდა.

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის პირველი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ახალგაზრდა ტალანტი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ჰაალანდი უეინ რუნის შემდგომ პირველი თინეიჯერია, რომელმაც ერთ შეხვედრაში სამჯერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით