"ბაიერნის" პრეზიდენტმა შტეგენი გააკრიტიკა

20-09-2019, 23:40

კატალონიის "ბარსელონას" კიპერმა, ტერ შტეგენმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშებლობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

ახალგაზრდა მეკარეს მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა უპასუხა.

"ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ხუმრობაა. შტეგენს პირველ ნომრად არაფერი ესაქმება."

"მანუელი უკვე წლების მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. შესაბამისად, ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. ის უდავოდ ბუნდესნაკრების პირველი კიპერია." - აცხადებს ჰიონესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით