უნაი ემერი: "დაცვაში მთლიანმა გუნდმა უნდა მიიღოს მონაწილეობა"

21-09-2019, 01:33

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, უნაი ემერი, მის კლუბზე საუბრობს:

"რთული არაა იმის დანახვა, რომ ახლა ჩვენს უმთავრესს პრობლემას, დაცვაში არადამაჯერებლად ასპარეზობა წარმოადგენს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის შესაცვლელად ? პირველ რიგში გუნდურად უნდა დავიწყოთ თამაში."

"საკუთარი კარის დაცვა, არამხოლოდ 4 მცველს, არამედ მთლიან 11-ეულს მოეთხოვება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი, 22 სექტემბერს, თბილისის დროით, 19:30 წუთზე, "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით