სადიო მანე "ლივერპულის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება !

21-09-2019, 01:49

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპულის" სენეგალელი თავდამსხმელი, სადიო მანე, გუნდთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანე ინგლისური გრანდის რიგებში, კიდევ მინიმუმ 5 წლით, ანუ მინიმუმ 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, ამ პერიოდს განმავლობაში, 27 წლის შემტევი, კვირაში 220 000 გირვანქით, "ლივერპულის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში, უკვე მოახერხა 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით