როგორც იქნა: "ბარსელონამ" ერნესტო ვალვერდეს შემცვლელი მონახა !

21-09-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა" მზადაა ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს გამოემშვიდობოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ შედეგი იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე არ გაუმჯობესდა, მაშინ ესპანელ სპეციალისტს კლუბის დატოვება, სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე მოუწევს.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანა" ვალვერდეს მთავარ შემცვლელად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" გერმანელ თავკაცს, თომას ტუხელს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მწვრთნელის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით