ხუან კუადრადო "იუვენტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება !

21-09-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" კოლუმბიელი თავდამსხმელი, ხუან კუადრადო, კლუბთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსის" ყოფილ შემტევს, იტალიური გრანდი ხელშეკრულებას, კიდევ მინიმუმ 2 წლით, ანუ 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე გაუგრძელებს.

ცნობების მიხედვით, ამ პერიოდში, 31 წლის ფეხბურთელის კვირეული ანაზღაურება, 175 000 ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით