"ნაწილებად დაგშლით" - რას წერენ გაბრაზებული თურქები გენო პეტრიაშვილის მიერ მათი ფალავანის დამარცხების შემდეგ

21-09-2019, 20:20

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. 125კგ წონით კატეგორიის ფინალში სამაჩაბლოელმა მოჭიდავემ თურქი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი  ტაჰა აკგული მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

ამ ფინალის შემდეგ სოციალურ ქსელში თურქი გულშემატკივრების საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს:

"ყველამ ვიცით, რომ აკგული უფრო ძლიერია, თუმცა ამ შემთხვევაში ქართველს გაუმართლა".

"მალე შევხვდებით ისევ ფინალში და ამჯერად გენოს ტაჰა ნაწილებად დაშლის".

"ეს იყო ორი ტიტანს ბრძოლა. ვულოცავ ქართველს გამარჯვებას. გული დამწყდა ტაჰას მარცხზე".

"ტაჰა შენ თურქეთის სიამაყე ხარ. ეს იყო ღირსეული ჭიდაობა".

"გულდასაწყვეტია ბოლო წამებზე მარცხი. ჩვენ რევანშს აუცილებლად ავიღებთ".

"ოლიმპიადა წინაა. ნაკუწებად დაგშლით!".

იხილეთ: გენო პეტრიაშვი თურქი ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ (ვიდეო)



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით