"პსჟს" კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

21-09-2019, 21:06

ხვალ ლიგა 1-ის მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც "ლიონი" "პსჟს" უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე პარიზულ გუნდს ერთბაშად ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. "ოლიმიკთან" დაპირისპირებაში სტუმრებს მაურო იკარდი და პაბლო სარაბია ვერ დაეხმარებიან.

თომას ტუხელის განცხადებით, არგენტინელმა ფორვარდმა "რეალთან" დაპირისპირება ტრავმით ჩაატარა. ახლა კი ის გარისკვას აღარ გეგმავს. რაც შეეხება სარაბიას, მან დაზიანება სწორედ ზემოხსენებულ გუნდთან შეხვედრაში მიიღო და მისი დაბრუნება გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო "პსჟს" ასევე ედინსონ კავანი და კილიან მბაპე აკლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით