დადასტურებული ცნობა - ლუკაკუმ და ბროზოვიჩმა გასახდელში იჩხუბეს

21-09-2019, 21:17

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzeta Dello Sport-ი იტყობინება, მილანის "ინტერის" ახალწვეულმა ალექსის სანჩესმა დაადასტურა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდის თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ და ნახევარმცველმა მარსელო ბროზოვიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე პრაღის "სლავიასთან" ჩატარებული მატჩის (1:1) შესვენებისას გასახდელში იჩხუბეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას "ინტერის" ნახევარმცველები ბურთს ხშირად კარგავდნენ.

ეს სიტყვები არ მოეწონა ხორვატ შუახაზელს, რომელმაც ლუკაკუს მომენტების უკეთ გამოყენება ურჩია. კამათი ჩხუბში გადაიზარდა და საქმე კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.

მომხდარით უკმაყოფილოა "ინტერის" თავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობას ინციდენტის განხილვა სთხოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით