ლოპეტეგი: "რეალთან" შეხვედრა მოტივაციიაა"

21-09-2019, 21:57

ლა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში "სევილია" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის შესახებ "სევილიას" თავკაცმა  ხულენ ლოპეტეგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"როცა "სევილიას" მწვრთნელი ხარ, დამატებითი მოტივაცია საჭირო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე მადრიდის "რეალია", სასწორზე 3 ქულა დევს და ეს უკვე საკმარისი მოტივაციაა".

"კარგი მოგონებები მაკავშირებს ყველა იმ გუნდთან, რომელშიც მიმუშავია. "რეალზეც" მხოლოდ პოზიტიური რაღაცები მახსენდება. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი მოქმედი პირები ფეხბურთელები არიან და არა მწვრთნელები",- განაცხადა ლოპეტეგიმ.

მატჩი ხვალ,  თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით