არნოლდი: "მისნაირი მხოლოდ მესია"

21-09-2019, 22:33

"ლივერპულის" მცველიმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდიმ მედიის წარმომადგენლებთან რობერტო ფირმინოს შესახებ ისაუბრა.

"რობერტოს დაუჯერებელი შესაძლებლობები აქვს. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ცხრიანია, თუ საუკეთესო არა. მისი გაცვლა არცერთ ფეხბურთელში არ შეიძლება".

"ის ჩვენთვის ყველაფერია. ბობი არის გუნდის გამაერთიანებელი. როდესაც ის არ თამაშობს, გუნდი ისეთი ეფექტური არ არის".

"ერთადერთი მოთამაშე, რომელიც გუნდს ისე აკავშირებს, როგორც ფირმინო და ისეთივე კრეატიულია, როგორიც ბობი, ლეო მესია, თუმცა ის ამ მსოფლიოს ნაწილი არ არის. პრემიერლიგაში, ცხადია, ის საუკეთესოა", - განაცხადა არნოლდიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით