"მილანის" ფეხბურთელი ლევან მჭედლიძის "დინამოში" გადასვლას გამოეხმაურა

21-09-2019, 15:27

გუშინ "დინამო არენაზე"  ლევან მჭედლიძის პრეზენტაცია გაიმართა.

ფორვარდი ჟურნალისტებსა და გულშემატკივარს დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარუდგინეს.

მოგვიანებით, ახლა კლუბში გადასვლა მჭედლიძეს "მილანის" ნახევარმცველმა რადე კრუნიჩმა მიულოცა და წარმატება უსურვა.

მჭედლიძე და კრუნიჩი თანაგუნდელები "ემპოლიში" იყვნენ, რომლის რიგებშიც ქართველი ფეხბურთელი 2008 წელს გამოჩნდა. ქართველმა ლეგიონერმა ამ დროში  152 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლის გატანა შეძლო.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით