პოჩეტინომ მსაჯები გააკრიტიკა

21-09-2019, 22:54

დღეს ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ლესტერმა" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 2:1 სძლია.

"დეზების" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მსაჯები გააკრიტიკა.

"მეორე გოლს ყველაფრის გადაწყვეტა შეეძლო. არ ვიცი, როგორ მუშაობს ვიდეო-რეფერი, თუმცა, იმ მომენტში თამაშგარე ნამდვილად არ იყო."

"ძალიან სამწუხაროა როდესაც მარცხდები, განსაკუთრებით კი მსგავს შეხვედრებში. მეტი მუშაობა გვმართებს." - აცხადებს პოჩეტინო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით