არველაძის გუნდი უზბეკეთის ჩემპიონია

21-09-2019, 23:01

დღეს უზბეკეთის სუპერლიგის მე-20 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ბეკობოდმა" ტაშკენტის "ფეხთაქორს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ამ გამარჯვების წყალობით შოთა არველაძის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონობა ექვსი ტურით ადრე გაინაღდა.

46 წლის ქართველი სპეციალისტი უზბეკურ გუნდს 2017 წელს ჩაუდგა სათავეში და გუნდთან ერთად პირველად იზეიმა ქვეყნის ჩემპიონობა.

შეგახსენებთ, რომ "ფეხთაქორი" წელს აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობდა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო ჩარჩა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით