გვარდიოლა: "ინგლისის ჩემპიონი სწორედ ასე უნდა თამაშობდეს"

21-09-2019, 23:41

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, "უატფორდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"გასული კვირის მატჩის შემდეგ ასეთი პერფორმანსი, თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად ნამდვილად გვჭირდებოდა, ჩემმა ფეხბურთელებმა მიცემული დავალება, იდეალურად შეასრულეს."

"ვფიქრობ ეს გამოსვლა, ინგლისის ჩემპიონის ტიტულის შესაფერისია და თუ ამ წოდების შენარჩუნება გვსურს, ასე გაგრძელება მოგვიწევს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 8:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით