"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისური ფეხბურთის რეკორდი დაამყარა !

22-09-2019, 01:44

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის "მანჩესტერ სიტიმ", "უატფორდთან" გამართულ შეხვედრაში, ინგლისური ფეხბურთის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სიტი" პირველი გუნდი გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც მატჩის საწყისს 18 წუთში მოახერხა მეტოქის კარში 5 გოლის გატანა.

ცნობების მიხედვით, ეს ინგლისის ჩემპიონატში, ორთაბრძოლის ყველაზე შედეგიანი დასაწყისია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 8:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით